1.პროექტის სახელწოდება: The Cultural History of Sun Tanning and its Impacts on Health
ნამზეურის კულტურული ისტორია და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე
2.პროექტის მთავარი იდეა / აღწერა:
- პროექტის მონაწილეები ინტენსიურად იკვლევენ ნამზეურის წარმოშობოს ისტორიას ინტერნეტსა და სხვა წყაროებში;
- არკვევენ მის დადებით და უარყოფით შედეგებს ჩვენს ჯანმრთელობაზე;
- ვიქტორინისთვის ადგენენ კითხვარს, წერენ ესეებს;
- ატარებენ გამოკითხვას, იღებენ ინტერვიუებს თანატოლებისა და უფროსებისაგან;
- ქმნიან დიაგრამებს ნამზეურის სასარგებლო და საზიანო გავლენის შესახებ;
- მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში;
- ამზადებენ PowerPoint პრეზენტაციებს, პლაკატებს;
- ქმნიან ვებ-ბლოგებს.
3.პროექტის მიზანი:
- მოსწავლეებმა შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენებით მოიპოვონ ინფორმაცია და გაიგონ თუ რამდენი ხნის ისტორია აქვს ნამზეურს;
- ვისი წყალობაა მისი მოდის ძირითად ტენდენციად დამკვიდრება;
- რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას;
- დაადგინონ რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია არასწორად მიღებულ ზაგარს;
- ისწავლონ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
4.მონაწილეთა ასაკი: მე–8 კლასი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 4 კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
- დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე;
- ცხოვრებისეულ რეალობაში ნამზეურის დადებითი და უარყოფითი შედეგების მაგალითების მოძიება;
- ვიქტორინისთვის კითხვარის შედგენა;
- დიაგრამების შედგენა;
- ესეების დაწერა;
- ნამუშევრების განთავსება ბლოგში;
- ინფორმაციული ტექნოლოგიებით გამდიდრებული პრეზენტაციების წარმოდგენა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
- მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას ნამზეურის კულტურული ისტორიის შესახებ;
- გამოუმუშავდებათ პრობლემურ საკითხზე ჯგუფური მუშაობის უნარები;
- გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარებს;
- შექმნიან ბლოგებსა და დეეუფლებიან ისტ-ის ეფექტურად გამოყენების ხერხებს.
8.ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, ენციკლოპედიები, სხვა ადამიანთა სუბიექტური მოსაზრებანი.
9.პროექტის ფასილიტატორი: ინგლისური ენის მასწავლებელი: სოფო ხვადაგიანი
10. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: sofokhvadagiani@gmail.com