Monday, March 14, 2016

ინტელის პროექტი

ქუთაისის ისტორიული მუზეუმი_ტურისტული მნიშვნელობის ერის საგანძური



ინტელის პროექტის  რეფლექსია

ამ  პროექტით  ვისწავლე:
·       როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად;
·       როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში
·       როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის;
·       როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
·       როგორ შეიძლება დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება;
·       განიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები. ვებსაიტების საავტორო უფლებები და მათ კანონიერ გამოყენება ინფორმაციის მოპოვების შემდეგ.
·       თუ როგორ შეიძლება ვენს პროექტზე მუშაობისას გამოიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები ;

·       შეფასების  რუბრიკების  გამოყენება, დავხვეწე კვლევითი  ფორმების  შექმნა, ბუკლეტის დამზადების ტექნიკა, ბლოგზე   ინფორმაციის  ატვირთვისა  და შენახვის ფორმები.

Monday, December 12, 2011

The Cultural History of Sun Tanning and its Impacts on Health


1.პროექტის სახელწოდება: The Cultural History of Sun Tanning and its Impacts on Health

ნამზეურის კულტურული ისტორია და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

2.პროექტის მთავარი იდეა / აღწერა:

  • პროექტის მონაწილეები ინტენსიურად იკვლევენ ნამზეურის წარმოშობოს ისტორიას ინტერნეტსა და სხვა წყაროებში;
  • არკვევენ მის დადებით და უარყოფით შედეგებს ჩვენს ჯანმრთელობაზე;
  • ვიქტორინისთვის ადგენენ კითხვარ, წერენ ესეებს;
  • ატარებენ გამოკითხვას, იღებენ ინტერვიუებს თანატოლებისა და უფროსებისაგან;
  • ქმნიან დიაგრამებს ნამზეურის სასარგებლო და საზიანო გავლენის შესახებ;
  • მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში;
  • ამზადებენ PowerPoint პრეზენტაციებს, პლაკატებს;
  • ქმნიან ვებ-ბლოგებს.

3.პროექტის მიზანი:

  • მოსწავლეებმა შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენებით მოიპოვონ ინფორმაცია და გაიგონ თუ რამდენი ხნის ისტორია აქვს ნამზეურს;
  • ვისი წყალობაა მისი მოდის ძირითად ტენდენციად დამკვიდრება;
  • რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას;
  • დაადგინონ რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია არასწორად მიღებულ ზაგარს;
  • ისწავლონ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

4.მონაწილეთა ასაკი: მე–8 კლასი.

5.ვადები/ხანგრძლივობა: 4 კვირა.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

  • დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე;
  • ცხოვრებისეულ რეალობაში ნამზეურის დადებითი და უარყოფითი შედეგების მაგალითების მოძიება;
  • ვიქტორინისთვის კითხვარის შედგენა;
  • დიაგრამების შედგენა;
  • ესეების დაწერა;
  • ნამუშევრების განთავსება ბლოგში;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიებით გამდიდრებული პრეზენტაციების წარმოდგენა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:

  • მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას ნამზეურის კულტურული ისტორიის შესახებ;
  • გამოუმუშავდებათ პრობლემურ საკითხზე ჯგუფური მუშაობის უნარები;
  • გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარებს;
  • შექმნიან ბლოგებსა და დეეუფლებიან ისტ-ის ეფექტურად გამოყენების ხერხებს.

8.ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, ენციკლოპედიები, სხვა ადამიანთა სუბიექტური მოსაზრებანი.

9.პროექტის ფასილიტატორი: ინგლისური ენის მასწავლებელი: სოფო ხვადაგიანი

10. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: sofokhvadagiani@gmail.com

Wednesday, December 7, 2011

ჩემს შესახებ


მე გახლავართ სოფო ხვადაგიანი; დავიბადე და დღემდე ვცხოვრობ ქალაქ ქუთაისში. მყავს მეუღლე და ორი შვილი, ქალ–ვაჟი: 6 წლის ლილე და 4 წლის გური. ვმუშაობ წმინდა ნინოს სახელობის #3 საჯარო სკოლაში.
ვარ ინგლისური ენის პედაგოგი.
ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ვცდილობ ყველა სიახლე და ნოვატორული იდეა ავსახო, საგაკვეთილო პროცესი მაქსიმალურად მიმზიდველი გავხადო ჩემი მოსწავლეებისათვის და ბოლომდე დავიხარჯო. ამ იდეების განსახორციელებლად ვფიქრობ საკმარისი არ არის მხოლოდ დაგროვილი ცოდნა, რაც უნდა დიდი და მრავალფეროვანი იყოს იგი; მასწავლებელი მხოლოდ მაშინ ახერხებს სრულყოფილად სწავლა-სწავლების პროცესის სწორად წარმართვასა და ახალ თაობათათვის სასარგებლო საქმის კეთებას, როცა ფეხდაფეხ მიჰყვება პროფესიაში დანერგილ სიახლეებს და ნერგავს მათ პრაქტიკაში.